19 იანვარს “დინამო თბილისმა” თურქეთში გამგზავრებამდე ბოლო ვარჯიში ვარჯიში გამართა. გუნდს ესპანელი გოლკიპერი ანდრეს პრიეტო და განელი ნახევარმცველი ბარნს ოსეი შეუერთდნენ. დიღმის ბაზაზე გამართულ საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა 25-მა ფეხბურთელმა მიიღო.
მეკარეები: ანდრე პრიეტო, დავით კერესელიძე, პაპუნა ბერუაშვილი, ლუკა კუტალაძე, მიხეილ მაქაცარია.
მცველები: გიორგი მაისურაძე, საიმონ ბენიო, ირაკლი იაკობიძე, საბა ხვადაგიანი, ალექსანდრე კალანდაძე, თორნიკე ჯანგიძე, სტეფენ ბიტოკი, ლევან ხარაბაძე, სანდრო გაფრინდაშვილი, ფირუზ გაბიტაშვილი.
ნახევარმცველები: გიორგი პაპავა, ნოდარ ლომინაძე, დმიტრი ანტილევსკი, თორნიკე კირკიტაძე, ანზორ მექვაბიშვილი, ბარნს ოსეი.
თავდამსხმელები: დავით სხირტლაძე, სტანისლავ ბილენკი, ჯადული იობაშვილი, გიორგი გაბედავა.
კახა ცხადაძის გუნდი თურქულ შეკრებაზე გამგზავრებამდე ერთ ამხანაგურ მატჩს გამართავს. 20 იანვარს 14:00 საათზე დიღმის საწვრთნელ ბაზაზე “დინამოელები” საფეხბურთო კლუბ “სპაერს” უმასპინძლებენ.





