საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა გადაცემა “სპორტი იმედზე” ეროვნულ ლიგაში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.
“ყველაფერი მიდის ისევ გაზაფხულზე, როდესაც ევროტურნირები მოდის და ვხედავთ, სად ვართ და რა არის რეალურად. ვერ ვიტყვი, რომ ბედნიერი ვარ იმით, რასაც ვხედავ. კარგია შიდა ტრანსფერები, მაგრამ ეს უკვე გავიარეთ. არ ვიცი კლუბების ფინანსურები დეტალები, თუმცა არ მაქვს განცდა, რომ რამე განსაკუთრებული ხდება.
“თუ ჩვენ არ გვეყოლება ძლიერი ლეგიონერები, უბრალოდ წარმოუდგენელია წარმატებას მივაღწიოთ. ამ ყველაფერს სჭირდება ფინანსები. თუ კლუბები ფინანსურად არ იქნებიან ძლიერნი, არაფერი გამოვა. ვინმეს შეურაცხყოფას არ ვაყენებ, ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან, ვისაც იმატებენ. “ლოკომოტივმა” ძველი რესურსით მიაღწია წარმატებას და 2 ბარიერი დაძლია. მაგრამ მაინც, წარმოუდგენელია ლეგიონერის გარეშე შედეგის მიღწევა, ვერც ეროვნული ლიგის დონის აწევა”, – განაცხადა კობიაშვილმა.





