23 წლის ფეხბურთელი, დავით კობოური კარიერას “კარვინაში” გააგრძელებს. ინფორმაციას ჩეხური გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა ახალ გუნდში გადასვლის შემდეგ მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა:
“ეს ჩემი პირველი საფეხბურთო გამოწვევაა საქართველოს ფარგლებს გარეთ. ცენტრალური მცველის გარდა, ხანდახან დაცვის მარცხენა ფლანგზე შემიძლია თამაში. ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ, მომწონს კლუბი.” – განაცხადა დავით კობოურმა.
ახალგაზრდა ფეხბურთელი ახალ გუნდს უკვე შეუერთდა და სავარჯიშო სესიაში მონაწილეობაც მიიღო.
შეგახსენებთ, რომ კობოური წლების მანძილზე თბილისის “დინამოს” ღირსებას იცავდა. ახალგაზრდა მცველმა დედაქალაქური გუნდის მაისურით ჩატარებულ 140 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.





