მარტვილის “მერანი” ხუთმა ფეხბურთელმა დატოვა. ინფორმაციას მეგრული გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მარტვილურ გუნდს დავით ჯიქია, ბაქარ ლაღაძე, ვასილ გოგოლიძე, ნიკოლოზ ხარაბაძე და გიორგი ბეგაშვილი დამეშვიდობნენ.
ფეხბურთელებმა გუნდი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვეს.
ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებენ მოთამაშეები კარიერას.
მეგრული გუნდი ფეხბურთელებს მადლობას უხდის გაწეული შრომისთვის და მომავალში წარმატებებს უსურვებს.





