ესპანეთის ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” 21 წლის ფეხბურთელი, ერიკ გარსია ტრავმის გამო 5 კვირას გამოტოვებს. ინფორმაციას ესპანური გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ახალგაზარდა ფეხბურთელმა დაზიანება გუშინდელ შეხვედრაში “გრანადას” წინააღმდეგ მიიღო.
კატალონიური გუნდისთვის ეს ტრავმა დიდი დანაკლისის მომტანი იქნება, რადგან კიდევ ერთი ახალგაზრდა მცველი რონალდ არაუხოც ტრავმირებულია.
ერიკ გარსიამ მიმდინარე სეზონში ბლაუგრანას მაისურით 20 შეხვედრა ჩაატარა.
‼️ INJURY UPDATE
Tests carried out on first-team player Eric Garcia this morning confirmed a right hamstring injury. He is likely to be sidelined for around five weeks. pic.twitter.com/k6wijwqlrR
— FC Barcelona (@FCBarcelona) January 9, 2022





