ფიფა 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელს გამოავლენს. ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის მიერ შერჩეული სამი ნომინანტის ვინაობა ცნობილია.
წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მოპოვებას ლეო მესი (პსჟ), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი) და მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) ეცდებიან.
ლეო მესიმ გასულ წელს “ბარსელონასთან” ერთად კოპა დელ რეი მოიგო, არგენტინის ნაკრებთან ერთად კი კოპა ამერიკის გამარჯვებული გახდა. არგენტინელმა ფეხბურთელმა 2021 წელს 61 შეხვედრაში 43 გოლი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა შეასრულა. ლეო მესი კოპა ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელი, ბომბარდირი და ასისტენტი გახდა, 34 წლის სუპერვარსკვლავი ლა ლიგის ბომბარდირი, საუკეთესო ასისტენტი და კოპა დელ რეის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა.
რობერტ ლევანდოვსკიმ გასულ წელს მიუნხენის “ბაიერნთან” ერთად გერმანიის ჩემპიონატი და სუპერთასი მოიგო. პოლონელი ფეხბურთელი ბუნდესლიგის ბომბარდირი გახდა. 33 წლის ფეხბურთელმა 59 შეხვედრაში 69 გოლი გაიტანა.
მოჰამედ სალაჰმა 2021 წელს 52 შეხვედრაში 37 გოლი გაიტანა. ეგვიპტელმა ფეხბურთელმა ინგლისურ გუნდს ლიდერობა გაუწია და რთული პერიოდის გადალახვაში დაეხმარა. 2021 წლის ზაფხულის შემდეგ, სალაჰი საოცარ ფორმაშია და ის The Best-ის სამეულში სავარაუდოდ სწორედ ბოლო პერიოდში მიღწეული წარმატებების შედეგად მოხვდა.
ცნობისთვის, The Best-ის დაჯილდოების ცერემონიალი 17 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში გაიმართება.
🚨🏆 The final three in the running to be #TheBest FIFA Men's Player 2021!
🌍👑 Who should be crowned #TheBest in the world?
🇵🇱 @lewy_official | @pzpn_pl
🇦🇷 Lionel Messi | @Argentina
🇪🇬 @MoSalah | @EFA pic.twitter.com/1kVGi5nRZ9— FIFA World Cup (@FIFAWorldCup) January 7, 2022