კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელები რონალდ არუახო და ფრენკი დე იონგი ტრავმირებულები არიან. ინფორმაციას ესპანური გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
კოპა დელ რეის 1/16 ფინალურ შეხვედრაში, სადაც “ბარსელონამ” “ლინარესთან” მინიმალური სხვაობით 1:2 იმარჯვა, კატალონიური გუნდის ფეხბურთელებმა დაზიანებები მიიღეს.
46-ე წუთზე შემოსული დე იონგი ჩავიმ 74-ე წუთზე შეცვალა, არაუხო კი მთავარმა მწვრთნელმა მოედნიდან პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ გაიყვანა.
22 წლის ურუგვაელ მცველს მოტეხილ ხელზე ოპერაცია 7 იანვარს ჩაუტარდება, მხოლოდ ამის შემდეგ გაირკვევა, თუ რამდენ ხანს იუქმებს არაუხო.
24 წლის ნიდერლანდელ ფეხბურთელს კი კუნთი დაეჭიმა და ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დაუბრუნდება ფრენკი დე იონგი მოედანს.
არაუხომ მიმდინარე სეზონში 21 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა, დე იონგმა კი 23 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.
MEDICAL UPDATES
Araujo has second and third metacarpal bone fractures in his hand and F. De Jong has a soleus muscle strain in his calfhttps://t.co/miM4zDT4Qe pic.twitter.com/SUHcfIvbZp— FC Barcelona (@FCBarcelona) January 6, 2022





