ახალგაზრდა სპეციალისტმა ლევან კორღალიძემ, რომლის ხელმძღვანელობითაც “საბურთალომ” 2021 წელს საქართველოს დავით ყიფიანის თასის მოგება შეძლო, თბილისურ კლუბთან 2 წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
შეგახსენებთ, რომ კორღალიძე დედაქალაქურ კლუბში მთავარ მწვრთნელად 2020 წლის სექტემბერში დაინიშნა.
ცნობისთვის, “საბურთალომ” ეროვნული ლიგის გასულ სეზონში 57 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილზე გავიდა.





