იაპონიის სუმოს ასოციაციამ წლის უკანასკნელი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელიც სუმოისტთა ადგილს განსაზღვრავს 2022 წლის იანვრის ბაშოსთვის. ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი დაქვეითდა, მაგრამ ელიტიდან არ გავარდა.
ტოჩინოშინმა წლის ბოლო ბაშო უარყოფითი ბალანსით 6-9 დაასრულა. მოგეხსენებათ, ნოემბერში ქართველმა სუმოისტმა წელის ტკივილის გამო, ტურნირის დასაწყისი გამოტოვა და შემდეგ დადებითი შედეგის დაფიქსირება ვეღარ მოახერხა.
ლევანი დღეიდან დასავლეთის მე-15 მაეგაშირაა. ის რეიტინგში მხოლოდ 5 სუმოისტს უსწრებს დივიზიონში.








