26 დეკემბერს “გენტი” წლის ბოლო შეხვედრაში ბელგიის ჩემპიონატში “როიალ უნიონს” სტუმრად დაუპირისპირდება. ქართველი შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე ამ მატჩს გამოტოვებს, რადგან ის მთავარმა მწვრთნელმა ჰეინ ვანჰეზებრუკმა 18-კაციან განაცხადში არ შეიყვანა.
როგორც, ბელგიურ მედიაში იწერება გიორგი “გენტს” უახლოეს პერიოდში დატოვებს, თუმცა მას ახალ კლუბში გადასვლა არასახარბიელო თამაშის შედეგად ძალიან გაუჭირდება.
ცნობისთვის, გიორგი ჩაკვეტაძემ მიმდინარე სეზონში “გენტის” შემადგენლობაში 15 მატჩი ითამაშა, 1 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი მიითვალა.
გიორგის ბელგიურ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება.





