კარლეს პუიოლი – „ბარსელონას“ შეუდარებელი კაპიტანი და ესპანეთის ნაკრების შეუცვლელი ფეხბურთელი. ეს ეპითეტები ალბათ მასზე ზედმეტი ქათინაური სულაც არ იქნება.
პუიოლმა და მესიმ ერთად ბევრს მიაღწიეს. მათ „ბლაუგრანას“ თანამედროვე ისტორია დაწერეს და იმ „ბარსელონას“ წარმატებას ჭედავდნენ ფეხბურთის გულშემატკივარს რომ აღაფრთოვანებდა.
კარლეს პუიოლი ბურთის გორებას შეეშვა. მისგან, „ბარსელონას“ კაპიტნის სამკლაური მესის გადაიბარა, რომელმაც ახალი რეკორდი დაამყარა – 644 გოლი ერთი გუნდის მაისურით.
„ყოველთვის ფენომენალურ ფეხბურთელად მივიჩნევდი. ამას ყოველ ნაბიჯზე ამტკიცებდა. დღეს კი მორიგი სასწაულის მომსწრენი გავხდით.
თუ მკითხავთ ვინ არის მაიკლ ჯორდანი, გიპასუხებთ, რომ მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელი. ვფიქრობ, რომ კარიერის დასრულების შემდეგ მესისაც ფეხბურთში იგივე სტატუსი ექნება.
ჩვენ გაგვიმართლა რომ ამდენი წლის მანძილზე გვყავს ლეო მესი. „ბარსელონასადმი“ ჩემი პირადი დამოკიდებულება რომ გვერდზე გავწიოთ, ყველაფერზე სტატისტიკა მეტყველებს. სტატისტიკას ვერ გამოიგონებ. მესი იდეალურია და ის ჩემთვის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია“ – ამბობს კარლეს პუიოლი.








