საქართველოს ნაკრების და ტულას “არსენალის” 20 წლის ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა რუსეთის ჩემპიონატში “ხიმკის” წინააღმდეგ ულამაზესი გოლი გაიტანა.
20 წლის ფეხბურთელმა მატჩის დასრულების შემდეგ მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა:
„ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო და ბედნიერები ვართ, რომ გამარჯვების მოპოვება მოვახერხეთ. მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ. სასიამოვნოა, როდესაც გოლი გაგაქვს, თუმცა გუნდის გამარჯვება ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
ყოველთვის რთულია, როცა ისეთი ფეხბურთელი არ თამაშობს, როგორიც დანილ ხლუსევიჩია, თუმცა ვფიქრობ, რომ კარგად ვითამაშე.
მთავარმა მწვრთნელმა მითხრა, რომ მეორე ტაიმში ფლანგი შემეცვალა. წინააღმდეგი არ ვიყავი, რადგან მარცხენა ფლანგზე თამაში ჩემთვის უფრო კონფორტულია.” – განაცხადა ზურიკო დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 20 წლის ფეხბურთელმა რუსეთის ჩემპიონატში 15 ტურში 3 გოლი გაიტანა.





