27 წლის სამხრეთ კორეელმა ძიუდოიტმა ჩანგრიმ ანმა ძალიან მოულოდნელად კარიერა დაასრულა. გამოცდილმა ძიუდოისტმა ინფრომაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.
“2021 წელი, როგორც კორეის ნაკრების წევრისთვის ჩემთვის ბოლო გახლდათ. ამ წელს მე კარიერას დავასრულებ. მე მინდა მადლობა გადავუხადო ძიუდოს მსოფლიო ფედერაციასა და სრულიად ძიუდოს სამყაროს, რომლებიც მე მგულშემატკივრობდნენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ახლა მე ჩემს ცხოვრებას ოჯახს დავუთმობ.
მე ვეცდები, რომ გავხდე მწვრთნელი და მოვამზადო მომავალი ოლიმპიური ჩემპიონები.” – განაცხადა ჩანგრიმ ანმა.
შეგახსნებთ, რომ ჩანგრიმ ანი 2018 წელს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ასევე მას ამ ტურნირზე 2 ბრინჯაოს მედალიც აქვს. 27 წლის სპორტსმენმა ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. სამხრეთ კორეელ ძიუდოისტს კარიერის განმავლობაში ძიუდოს მსოფლიო ტურზე 7 ოქროს, 4 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ჩანგრიმ ანი 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მყოფ ძიუდოისტებს წარმატებებს უსურვებს და აღნიშნავს, რომ მათთან კონკურენცია ძალიან სასიამოვნო იყო.








