რუსეთის პრემიერლიგის მე-17 ტურში ტულის “არსენალმა” სტუმრად “ხიმკს” 2:1 მოუგო.
ზურიკო დავითაშვილმა თავისი გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. ქართველმა შემტევმა 61-ე წუთზე სამი მეტოქის გარემოცვაში ანგარიში ძლიერი და ზუსტი დარტყმით გაათანაბრა. ზურიკო 90 წუთის განმავლობაში აქტიური იყო და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
20 წლის ქართველმა შემტევმა რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 15 მატჩში 3 გოლის გატანა მოახერხა.
ტულის “არსენალი” კი 19 ქულით სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა. მომდევნო ტურში 11 დეკემბერს ტულელები სტუმრად მოსკოვის ცსკას დაუპირისპირდებიან.





