ბათუმის “დინამო” ორი ტურით ადრე ეროვნული ლიგის ჩემპიონია. მოგეხსენებათ “დინამო თბილისმა” უკვე გავარდნილ “სამტრედიასთან” ფრედ 0:0 ითამაშა და ამით ბათუმელებს ისტორიული, სანატრელი ტიტულის მოგებაში დაეხმარა.
ეროვნული ლიგის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი. ორშაბათს ბათუმური კლუბი სტუმრად წყალტუბოს “სამგურალს” დაუპირისპირდება.
აღსანიშნავია, რომ ჩემპიონობაში კლუბის პრეზიდენტს არჩილ ბერიძეს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის.
ბათუმის “დინამოს” პრეზიდენტმა ეროვნულ ლიგაში ჩემპიონობის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
“ჩემს ცხოვრებაში ალბათ საუკეთესო დღეა და ყველას გილოცავთ! საჩემპიონო ფარი სახლში ერთად ავწიოთ”, – განაცხადა ბერიძემ.





