თბილისის დინამოს ყოფილი მწვრთნელი 95 წლის გერმან ზონინი გარდაიცვალა.
ზონინი 1987-1988 წლებში “დინამო თბილისს” წვრთნიდა და მის დროს გუნდმა უეფას თასზე ორი ეტაპი გადალახა. “დინამოელებმა” სოფიის “ლოკომოტივი” და ბუქარესტის “ვიქტორია” დაამარცხეს. შემდეგ ეტაპზე კი “დინამო თბილისი” ბრემენის “ვერდერთან” გავარდა.
გავრცელებული ინფორმაციით ზონინს ერთ დროს “დინამო თბილისის” ვარჯიშზე მალხაზ არზიანის დარტყმული ბურთი თავში მოხვდა და შოკი მიიღო, ყურის ბარაბანიც დაუზიანდა და ბაზიდან სასწრაფოდ საავადმყოფოში წაიყვანეს. სწორედ ეს გახდა მიზეზი მისი “დინამოდან” წასვლის.
ცნობისთვის, გერმან ზონინის მწვრთნელების დროს 1972 წელს “ლუგანსკი” საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა.





