თბილისში ძიუდოს აკადემიაში საქართველოს ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე გაიმართა. +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონი საბა ინანეიშვილი გახდა.
საბამ ფინალში უბრძოლევალად იმარჯვა, გელა ზაალიშვილი ტრავმის გამო ტატამიზე ვერ გამოცხადდა, ბრინჯაოს მედლები კი ონისე ბუღაძემ და გიორგი ქავთარაძემ მოიპოვეს.
დღეს მედლები ასევე 90 და 100 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდა.
100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ილია სულამანიძემ ფინალში ონისე სანებლიძე დაამარცხა და ქვეყნის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა, ბრინჯაოს მედალოსნები ომარ საური და გიორგი ბერიაშვილი გახდნენ.
90 კილოგრამ კატეგორიაში კი, ლუკა მაისურაძემ ფინალში გიორგი პაპუნაშვილი დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონის ტიტულო მოიპოვა, ბრინჯაოს მედლები იმედა გოგოლაძემ და უშანგი მარგიანმა მოიპოვეს.
73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონი გიორგი ტერაშვილი გახდა, 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი ოქროს მედალი ვლადიმირ ახალკაცმა მოიპოვა.





