თბილისში ძიუდოს აკადემიაში საქართველოს ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე გაიმართა. 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონი ვლადიმირ ახალკაცი გახდა.
ვლადიმირმა ფინალში ლევან გოგუას სძლია და საქართველოს ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. ბრინჯაოს მედლები კი გიორგი შერაზადიშვილმა და დიმიტრი გოჩილაიძემ მოიპოვეს.
დღეს მედლები ასევე 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში გათამაშდა, ჩემპიონი 18 წლის გიორგი ტერაშვილი გახდა, ვერცხლის მედალი გიორგი ჩიხლაძემ მოიპოვა, ბირნჯაოს მედლის მფლობელები კი ფრიდონ გიგანი და მიხეილ ბახბახაშვილი გახდნენ.
შეგახსენებთ, რომ 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონი თემურ ნოზაძე გახდა, 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი ოქროს მედალი თენგო ზირაქაშვილს ერგო.
ხვალ საქართველოს ჩემპიონები 90, 100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში განოვლინდებიან.





