74 წლის სპეციალისტი ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესი ურუგვაის ნაკრებიდან დაითხოვეს. ურუგვაის ფეხბურთის ფედერაცია ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ტაბარესი მშობლიურ ნაკრებს სათავეში 2006 წელს ჩაუდგა და მას შემდეგ გუნდში 15 წელი გაატარა. 74 წლის მწვრთნელი ამ დროის განმავლობაში ურუგვაული ფეხბურთის ნამდვილ ლეგენდად იქცა.
ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესმა ურუგვაის ნაკრებთან ერთად 2011 წელს კოპა ამერიკის ტიტული მოიგო.
ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ ჩაანაცვლებს ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესს ურუგვაის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე.
ურუგვაის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე 14 ტურის შემდეგ 16 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება.



