კიუშუ ბაშოს მე-6 დღეს ქართველი სუმოისტი ტოჩინოშინი ჩიიონოკუნის დაუპირისპირდა და ოშიდაშის ილეთით დამარცხდა.
ქართველი სუმოისტის ბალანსი კიუშუ ბაშოზე 1 მოგება და 1 მარცხია.
შეგახსენებთ, რომ ლევანმა ტურნირის 4 დღე წელის ტრავმის გამო გამოტოვა.
კიუშუ ბაშოს მე-7 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-12 მაეგაშირა იშიურა იქნება. ლევანს დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად 6 მოგება სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში რანგით მეორე დივიზიონში დაქვეითდება.





