38 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი დანი ალვეში კატალონიის “ბარსელონაში” 8-ნომრიან მაისურს მოირგებს. ინფრომაციას ესპანური კლუბი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ბლაუგრანამ ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რამოდენიმე დღის წინ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეიძინა.
8-ნორმიანი მაისური ბოლოს კატალონიურ გუნდში მირალემ პიანიჩს ეცვა, ყველაზე მეტად კი ეს ნომერი დაკავშირებული ანდრეს ინიესტასთან არის.
დანი ალვეში გუნდთან ერთად უკვე ვარჯიშობს, ბრაზილიელი ფეხბურთელი კატალონიური გუნდის მაისურით სხვადასხვა ტურნირზე თამაშს კი იანვრიდან მოახერხებს.
We have @DaniAlvesD2. You can have his shirt
— FC Barcelona (@FCBarcelona) November 16, 2021





