კატალონიის “ბარსელონას” 33 წლის არგენტინელმა ფეხბურთელმა კუნ აგუერომ შესაძლოა საფეხბურთო კარიერა დაასრულოს.
ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ექიმებმა კუნ აგუეროს გულზე პრობლემების გამო საფეხბურთო კარიერის დასრულება ურჩიეს.
შეგახსენებთ, რომ აგუეროს პრობლემები ლა ლიგის მატჩში “ალავესის” წინააღმდეგ შეექმნა.
ბლაუგრანამ ვეტერანი არგენტინელი ფეხბურთელი სეზონის დასაწყისში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეიძინა, აგუერომ კატალონიურ გუნდში 4 მატჩში 1 გოლი გაიტანა.





