საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჯგუფის ლიდერი შვედეთი ბათუმში ხვიჩა კვარაცხელიას დუბლით 2:0 დაამარცხა.
მატჩის შემდეგ ხვიჩა წამყვანი იტალიური გამოცემის Calciomercato-ს ყურადღების ცენტრში მოხვდა და დაწერა, რომ კვარაცხელიამ იბრაჰიმოვიჩის თვალწინ იფეთქა.
„ქართველმა ფენომენმა კვლავ იფეთქა, ამჯერად მისი უდიდებულესობის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის თვალწინ. ხვიჩა კვარაცხელიამ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის გადამწყვეტ მატჩში „მილანის“ ვარსკვლავის შვედეთი ჯოჯოხეთში გაგზავნა. ისინი ბათუმში 0:2 მარცხის შემდეგ სერიოზული საფრთხის წინაშე არიან, რომ პლეი-ოფში მუნდიალის საგზური დაკარგონ, თუ კვირას ესპანეთის წინააღმდეგ სენსაციურ გამარჯვებას არ მოიპოვებენ“, – წერს გამოცემა.





