აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოისტთა გრან სლემზე, 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ბექა ღვინიაშვილი ნახევარფინალში გავიდა.
ბექამ ნახევარფინალამდე დიდი გზა განვლო, 26 წლის სპორტსმენმა პირველ წრეში დაისვენა, მეორე წრეში რუსი ტეჩოევი დაამარცხა, 1/4 ფინალში კი აზერბაიჯანელ მეტოქეს სძლია და ნახევარფინალის საგზური გაინაღდა.
სამწუხაროდ, ონისე სანებლიძე ნახევარფინალში რუს ნიაზ ბილალოვთან დამარცხა.
ბექა ღვინიაშვილის მეტოქე ნახევარფინალში იაპონელი კოშუკე მაშიამა იქნება.





