უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე 23-წლამდე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვლადიმირ ახალკაცი და ტატო გრიგალაშვილი ფინალში ერთმანეთს შეხვდებიან.
ტატომ ფინალამდე დიდი გზა განვლო, ახალგაზრდა სპორტსმენმა პირველ წრეში დაისვენა, 1/8 ფინალში სლოვაკ მეტოქეს სძლია, 1/4 ფინალში რუს მეტოქეს იპონით მოუგო, ნახევარფინალში კი მოლდოველი მეტოქე დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.
ვლადიმირმა ტატოს მსგავსად ფინალმდე დიდი გზა განვლო, ახალგაზრდა სპორტსმენმა პირველ წრეში სლოვაკი მეტოქე დაამარცხა, 1/8 ფინალში თურქ მეტოქეს სძლია, 1/4 ფინალში იტალიელ სპორტსმენს მოუგო, ნახევარფინალში კი მასპინძელ მეტოქეს სძლია და ფინალში გავიდა.
დღეს ასევე სხვა ქართველ ძიუდოისტებსაც წარმატებული დღე აქვთ. სოფიო სომხიშვილი და ილია სულამანიძე ფინალში გავიდნენ. საბა ინანეიშვილი, გელა ზაალიშვილი და მარიამ ჭანტურია ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ.





