ტრაგედიით დასრულდა საფრანგეთის ჩემპიონატის მე-16 ტურის დაპირისპირება „ლორიენსა“ და „რენს“ შორის, რომელიც სტუმრებმა 3:0 მოიგეს.
მატჩის დასრულებიდან 10 წუთის შემდეგ, მოედანზე განათების კონსტრუქცია წაიქცა და ქვეშ სტადიონის 38 წლის თანამშრომელი მოიყოლა.
ექსტრემალური სამსახურის წარმომადგენლებმა მამაკაცის გამოყვანა მხოლოდ 40 წუთის შემდეგ შეძლეს და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
„ეს ტრაგედია რენის ფეხბურთელის დალბერტის თვალწინ მოხდა. ის შოკირებულია“ – ითქვა ერთ-ერთი ტელევიზიის რეპორტაჟში, რომელიც ინციდენტის ამსახველ კადრებს გადმოსცემდა.





