უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე 23-წლამდე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე +78 კილოგრამ წონით კატეგორიაში სოფიო სომხიშვილი ფინალში გავიდა.
სოფიომ პირველ წრეში რუს მეტოქეს სძლია, 1/4 ფინალში ლიტველი მეტოქე დაამარცხა, ნახევარფინალში კი თურქი მეტოქე დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.
სამწუხაროდ მარიამ ჭანტურია ნახევარფინალში დამარცხდა, ილია სულამანიძე კი სოფიოს მსგავსად ფინალში გავიდა.
სომხიშვილის მეტოქე ფინალში გერმანელი სპორტსმენი იქნება. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:15-ზე დაიწყება.





