უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე 23-წლამდე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილი ნახევარფინალში გავიდა.
ტატომ ნახევარფინალამდე დიდი გზა განვლო, ახალგაზრდა სპორტსმენმა პირველ წრეში დაისვენა, 1/8 ფინალში სლოვაკ მეტოქეს სძლია, 1/4 ფინალში კი რუს მეტოქეს იპონით მოუგო და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
ნახევარფინალში ტატოსთან ერთად, მარიამ ჭანტურია, ილია სულამანიძე, სოფიო სომხიშვილი და გიორგი ჩიქოვანი გავიდნენ. გელა ზაალიშვილი და საბა ინანეიშვილი რეპეშაჟში გადაერთვნენ.





