29 წლის ქართველი ჩოგბურთელო ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე მასტერსის პირველივე წრეში დამარცხდა.
ბასილაშვილი ფრანგ ადრიან მანარინოს დაუპირისპირდა და საათსა და 17 წუთში 2:6, 4:6 დამარცხდა. ნიკოლოზი ძალიან სუსტად გამოიყურებოდა, მან 31 უნებლიე შეცდომა დაუშვა. ქართველმა ჩოგბურთელმა 5-დან 2 ბრეიკ პოინტი გამოიყენა.
ცნობისთვის, დღეს ნიკოლოზი ATP-ს რეიტინგში 4 ადგილით დაწინაურდა და მსოფლიოს 21-ე ჩოგანია, თუმცა დიდი ალბათობით ამ ადგილს დაკარგავს და რამდენიმე პოზიციით დაქვეითდება.





