პარიზის ATP-ის მასტერსზე ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქის ვინაობა ცნობილია. 29 წლის ქართველი ჩოგბურთელი პირველი წრეში მსოფლიოს 50-ე ჩოგანს ფრანგ ადრიან მანარინოს დაუპირისპირდება.
ნიკოლოზმა და ადრიანმა ერთმანეთის წინააღმდეგ ერთხელ 2017 წელს ითამაშეს და მაშინ გამარჯვება ქართველ ჩოგბურთელს დარჩა.
ცნობისთვის, პარიზის მასტერსის საპრიზო ფონდი 2,603,700 ევროა. ძირითადი ბადის მატჩები პირველ ნოემბერს დაიწყება და ერთ კვირაში დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა, რომელიც ATP-ის განახლებულ რეიტინგში 22-ე იქნება, ბოლოს ვენის ტურნირში იასპარეზა, სადაც 1/8-ფინალში იტალიელ მატეო ბერეტინისთან დამარცხდა.





