საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები წლის მესამე ოფიციალურ შეხვედრას 26 ოქტომბერს გამართავს. გიორგი ჩხაიძის გუნდი ქალაქ პოპრადში სლოვაკეთს დაუპირისპირდება. ეროვნული ნაკრები სლოვაკეთში 22 ფეხბურთელის შემადგენლობით იმყოფება.
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი სლოვაკეთსა და საქართველოს შორის, 26 ოქტომბერს, თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: თათია გაბუნია (ლანჩხუთი, საქართველო), თეონა სუხაშვილი (კვარტალი, თბილისი, საქართველო), თეკლე გულორდავა (კვარტალი, თბილისი, საქართველო).
მცველები: ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი, საქართველო), ნინო სუთიძე (კვარტალი, თბილისი, საქართველო), გვანცა ქადაგიშვილი (კვარტალი, თბილისი, საქართველო), თამარ ტატუაშვილი (ამორა, პორტუგალია), ნინო გურიელიძე (ნიკე, თბილისი, საქართველო), ია ალელიშვილი (ლანჩხუთი, საქართველო), ნინო გუჯაბიძე (ლანჩხუთი, საქართველო).
ნახევარმცველები: თეონა თოდაძე (ლანჩხუთი, საქართველო), ირინა ხაბურზანია (ლანჩხუთი, საქართველო), ანასტასია ბოლქვაძე (კვარტალი, თბილისი, საქართველო), ნინო პასიკაშვილი (კვარტალი, თბილისი, საქართველო), ნათია დანელია (კვარტალი, თბილისი, საქართველო), ლანა გორგაძე (მართვე, ქუთაისი, საქართველო), მარიამ ჯანიკაშვილი (ნორჩი დინამო, თბილისი, საქართველო), სალომი დიმოპულო (ლანჩხუთი, საქართველო), თეონა ბაქრაძე (ლანჩხუთი, საქართველო).
თავდამსხმელები: ხატია ჭყონია (ლანჩხუთი, საქართველო), ლელა ჭიჭინაძე (ნიკე, თბილისი, საქართველო), ნათელა წოწერია (ლანჩხუთი, საქართველო).
26 ოქტომბერს, ა ჯგუფის მეორე შეხვედრა ფინეთსა და ირლანდიას შორის შედგება.





