“გენტმა” კონფერენსლიგაზე ცრვენა ზვეზდა გასვლაზე ბელგრადში მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა. ამ მატჩში 80 წუთი ითამაშა გიორგი ჩაკვეტაძემ, რომელიც მოედანზე ძალიან აქტიური და შედეგიანი იყო.
ბელგიური მედიას იმედი აქვს, რომ ჩაკვეტაძე ვადის ოჯიჯასთან ერთად, მოედანზე ერთ-ერთ საუკეთესო ტანდემს შექმნის.
“ჩაკვეტაძე 80 წუთის განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა კომბინაციებში და როგორც ჩანს, საუკეთესო ფორმაში შედის. ახლა, როდესაც მის დისკვალიფიკაციას ანტვერპენთან მატჩში მიღებული წითელი ბარათის გამო ვადა გაუვიდა, ჩაკვეტაძეს, ოჯიჯასთან ერთად, კვლავაც შეეძლება გადამწყვეტი როლის შესრულება”, – წერს ბელგიური მედია.
ცნობისთვის, გიორგი ჩაკვეტაძემ ბელგიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 6 მატჩში 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.





