“შავი ლომის” სამწვრთნელო შტაბმა პენზაში “ლოკომოტივთან” გასამართი რაგბი ევროპის სუპერ თასის მეორე მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.
გასულ შაბათს “შავმა ლომმა” თავის სადებიუტო თამაშში ისრაეილის “თელავივ ჰითი” 33:10 დაამარცხა და სამით მეტი ლელოს გატანისთვის ბონუსიც აიღო.
იმ თამაშის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში ხუთი ცვლილებაა.
ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. მირიან მოდებაძე, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 9. თენგიზ პერანიძე;
შერკინება: 1. მიხეილ ორაგველიძე, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ნიკა პატარაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. დავით გიგაური, 6. ნიკო აფციაური, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.
მარქაფა: 16. გოგა ხუროშვილი, 17. გოგა ქადარია, 18. გიორგი პერტაია, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. თორნიკე აქუბარდია, 21. ლუკა მატკავა, 22. ლაშა ლომიძე, 23. სანდრო თოდუა.





