საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე ძიუდოისტთა გრანდ სლემზე 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ტატო გრიგალაშვილმა საქართველოს ნაკრებს მეორე მედალი მედალი მოუპოვა. ახალგაზრდა სპორტსმენმა ფინალში იაპონელ ტაკეში სასაკისთან ვაზარით დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ტატომ ფინალამდე დიდი გზა განვლო, ახალგაზრდა სპორტსმენმა პირველ წრეში დაისვენა, 1/8-ში მონღოლი ბატულგა დაამარცხა, 1/4-ში ფრანგ მეტოქეს დაძაბულ ბრძოლაში სძლია, ნახევარფინალში კი იაპონელი მეტოქეს მოუგო.
ტატოსთვის ეს მედალი ძიუდოს მსოფლიოს ტურზე რიგით მე-11 აღმოჩნდა.
ახალგაზრდა სპორტსმენი რეიტინგის ლიდერია და აღნიშნულ ტურნირზე მოპოვებული სარეიტინგო ქულები კიდევ უფრო დაეხმარება ამ წოდების გამყარებაში.





