საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე ძიუდოისტთა გრანდ სლემზე 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილი ნახევარფინალში გავიდა.
ტატომ პირველ წრეში დაისვენა, 1/8-ში მონღოლი ბატულგა დაამარცხა, 1/4-ში კი ფრანგ მეტოქეს დაძაბულ ბრძოლაში სძლია და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
საქართველოს სახელით დღეს ასევე ონისე სანებლიძე (100) და ლუკა მაისურაძე (90) გამოდიან. ლუკა 1/4-ში გამოცდილ კენტა ნაგასავას შეხვდება, ონისე კი რუმინელ სპორტსმენს დაუპირისპირდება.
ტატო გრიგალაშილის მეტოქე ნაევარფინალურ შეხვედრაში საოტარო ფუჯივარა იქნება.








