ესპანეთის ნაკრების 18 წლის შუახაზელმა პედრი გონსალესმა კატალონიის “ბარსელონასთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა. მხარეებს შორის ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულამდე გაფორმდა. ესპანურმა კლუბმა ინფრომაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.
პედრი კატალონიურ კლუბს 2020/2021 წლების სეზონში “ლას პალმასიდან” 5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.
პრესკონფერენცია ხვალ გაიმართება, ფეხბურთელის ფასი კი ახალი კონტრაქტის მიხედვით 1 მილიარდი ევრო იქნება.
ახალგაზრდა ნახევარმცველმა კლუბთან ერთად ესპანეთის თასი მოიგო. პედრიმ “ბლაუგრანაში” 56 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.
💎 @Pedri to sign new contract this Friday #DreamTeen
— FC Barcelona (@FCBarcelona) October 14, 2021





