ბელგიის ჩემპიონატის მე-10 ტურის მატჩში გიორგიმ ანტვერპენის ფეხბურთელთან იუხეშა და წითელი ბარათი დაიმსახურა, შედეგად ფეხბურთის ასოციაციამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ქართველი ფეხბურთელი 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცითა და ფულადი 2000 ევროს ოდენობის ჯარიმით დაესაჯა.
“გენტმა” ეს გადაწყვეტილება გააპროტესტა და მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდა. გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიის ჩემპიონატის მხოლოდ 1 შეხვედრას გამოტოვებს.
შეგახსენებთ, რომ 22 წლის ქართველი ამჟამად საქართველოს ნაკრებთან ერთადაა და საბერძენთთან მატჩისთვის ემზადება.
❗️JUST IN❗️
Giorgi Chakvetadze zijn schorsing wordt herleid tot 1 wedstrijd effectief (vs Eupen) en 1 met uitstel. #jpl #kaagent pic.twitter.com/OkAfZ3nMAN— KAA Gent (@KAAGent) October 8, 2021





