იტალიის ქალაქ ოლბიაში მიმდინარე ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით მოასპარეზე გიორგი შერაზადიშვილი ნახევარფინალში გავიდა.
გიორგიმ პირველ წრეში დაისვენა, მეორე ეტაპზე მექსიკელი მეტოქე იპონით დაამარცხა, 1/8-ში ბოსნიელ მეტოქეს მარტივად სძლია, 1/4-ში კი ყაზახი მეტოქე დაამარცხა და 1/2-ში გავიდა.
დღეს საქართველოს სახელით ასევე 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ნიკა ხარაზიშვილმა და ლაშა მღებრიშვილმა იპასრეზეს, თუმცა ახალგაზრდა სპორტსმენები შეჯიბრს მალევე გამოეთიშნენ.
შერაზადიშვილი ნახევარფინალში უკრაინელ ძიუდოსტს შეხვდება, მისი ბრძოლა რამდენიმე წუთში დაიწყება.





