19-წლამდე, 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის, მე-10 ჯგუფის მატჩებს, 6-დან 12 ოქტომბრამდე ნორვეგია უმასპინძლებს. საქართველოს ასაკობრივი ნაკრების მეტოქეები, ჯგუფურ ეტაპზე: უელსი, კოსოვო და მასპინძელი ნორვეგია იქნებიან.
ნორვეგიაში გასამართი მატჩებისთვის, 19-წლამდე ვაჟთა ნაკრებს, ტრავმის გამო პორტუს სარეზერვო გუნდის ქართველი ლეგიონერი გიორგი აბუაშვილი ვერ დაეხმარება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), ლევან თანდილაშვილი (თელავი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი).
მცველები: დავით გოგოტიშვილი (დინამო თბილისი), მუხრან ბაგრატიონი (დინამო თბილისი), თორნიკე დუნდუა (დინამო თბილისი), ლუკა სალუქვაძე (დინამო თბილისი), გიორგი ჩხეტიანი (ბრაგა, პორტუგალია), გიორგი პირტახია (ლოკომოტივი თბილისი), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი).
ნახევარმცველები: ლუკა კეკელიძე (ლოკომოტივი თბილისი), ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), ნიკოლოზ ცხოვრებაშვილი (დინამო თბილისი), ლუკა გაგნიძე (ურალი, რუსეთი), გიზო მამაგეიშვილი (საბურთალო), გეგი გეგუჩაძე (საბურთალო), ნიკა სიხარულაშვილი (დინამო თბილისი).
თავდამსხმელები: გიორგი გვიშიანი (გაგრა), ჯადული იობაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ხაბულიანი (ადანა დემისპორი, თურქეთი), გიორგი კვერნაძე (საბურთალო).
19-წლამდელების სამივე მატჩს, ოსლოდან სამხრეთით მდებარე ქალაქ ლავრიკის სტადიონი ფრამპარკენი უმასპინძლებს.





