ზაგრების გრან პრის დასრულების შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. სასიამოვნოა, რომ მამაკაცთა შორის ყველა წონის ლიდერი რეიტინგში ტატო გრიგალაშვილია.
6667 ქულით ტატო გრიგალაშვილი -81 კილოგრამს და ასევე მთლიან მამაკაცთა ჩათვლას ლიდერობს. მეორე ადგილზე ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილია. მესამე ადგილს კი მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური იკავებს.
ქალთა ჩათვლას 7863 ქულით მსოფლიოს 5 გზის მსოფლიოს და ოლიმპიადის მოქმედი ჩემპიონი კლარის აგბენენუ ლიდერობს.
ძიუდოს მსოფლიოს ტურის შემდეგი გაჩერება პარიზის გრანდ სლემი იქნება, რომელიც 16-17 ოქტომბერს გაიმართება. 8 დღეში კი მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი იტალიის ქალაქ ოლბიაში გაიმართება.





