საქართველოს ნაკრების 22 წლის ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე “სერკლ ბრიუგეს” წინააღმდეგ “გენტის” ძირითად შემადგენლობაში მოხვდა.
საგულისხმოა, რომ ქართველი ფეხბურთელი ბელგიური გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ზედიზედ მეორედ ითამაშებს.
შეხვედრა თბილისის დროით 18:00-ზე დაიწყება.
გიორგი ჩაკვეტაძემ ბელგიის უმაღლეს დივიზიონში 4 შეხვედრაში საგოლე გადაცემა შეასრულა.
Deze 1️⃣1️⃣ Buffalo's staan straks aan de aftrap tegen @cercleofficial! 🔵⚪ #COBW #gntcer #jpl pic.twitter.com/kfgpxyG9BR
— KAA Gent (@KAAGent) September 26, 2021





