UFC-ს ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი 26 სექტემბერს, ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში, UFC 266-ზე ტოპ 10-ის წევრს, მარლონ მორაესს დაუპირისპირდა და დაამარცხა.
ცნობილია თანხა რამდენიც მერაბ დვალიშვილმა ამ ბრძოლის გამარჯვების შედეგად მოიპოვა. დღევანდელი ორთაბრძოლის შემდეგ მერაბს პრიზად სოლიდური რაოდენობის თანხა ერგო – დაახლოებით 120 ათასი დოლარი. აქედან, 32 ათასი არის გარანტირებული თანხა, 32 ათასი მოგების ბონუსი, 50 ათასი დოლარი სანახაობის ბონუსი, 6 ათასი კი სპონსორისგან.
30 წლის ქართველმა მებრძოლმა UFC-ში სულ 9 ბრძოლა გამართა, საიდანაც 7 შეხვედრა მოიგო.





