საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, ზურიკო დაითაშვილმა რუსეთში მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა. რუსეთის თასის მე-2 ტურის შეხვედრაში “არსენალ ტულამ” სტუმრად ბრიანსკის „დინამო“ ანგარიშით, 1:6 დაამარცხა.
ქართველმა ფეხბურთელმა შეუცვლელად ითამაშა. ზურიკომ მე-11 წუთზე კუთხურის ნიშნულიდან საგოლე გადაცემა შეასრულა, 58-ე წუთზე კი გოლი თავადაც გაიტანა.





