საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელმა რეზი ინჯგიამ “აპოლონში” სადებიუტო გოლი გაიტანა. კვიპროსის თასის 1/16-ში ლიმასოლის “აპოლონმა” შინ “ოლიმპიადა ლიმპიონი” მიიღო და ანგარიშით 3:1 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ინჯგია კვიპორსში გადასვლის შემდეგ ლიმასოლური გუნდის ძირითად შემადგენლობაში პირველად მოხვდა. 20 წლის ქართველმა მოედანზე 90 წუთი გაატარა, გოლი კი მატჩის 61-ე წუთზე გაიტანა.
რეზისთან ერთად ძირითად შემადგენლობაში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი გიორგი პაპუნაშვილი იყო.
61' | 3⃣-1⃣ | #GOAAAL με καρφωτή κοντινή κεφαλιά του #Injgia!#ApollonFC #WeAreOne #ApolOly pic.twitter.com/uGqdqggqar
— Apollon FC (@APOLLONOFFICIAL) September 22, 2021





