საქართველოს ნაკრების 24 წლის ფეხბურთელმა გიორგი ბერიძემ უნგრეთის თასზე გაიტანა.
“უიპეშტი” სადაც ბერიძე თამაშობს, უნგრეთის თასის მოქმედი ჩემპიონია. ქართველი ფეხბურთელის გუნდი თასის 1/32-ფინალურ ეტაპზე “ტისაკეჩსკეს” ესტუმრა და ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
24 წლის ქართველმა ფებხურთელმა მატჩის მე-60 წუთზე მეკარეს ბურთი წაართვა და გოლი გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ გიორგი ბერიძემ დაბრუნების შემდეგ ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა.
ქართველი ფეხბურთელის გუნდი მომდევნო მატჩს “ფერენცვაროშის” წინააღმდეგ გამართავს.





