კატალონიის “ბარსელონას” 27 წლის თავდამსხმელმა მემფის დეპაიმ “გრანადასთან” მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და საზოგადოებას თავის ამბიციებზე უამბო:
“ჩემთვის ბლაუგრანაში თამაში დიდი პატივია. ასეთ ისტორიულ კლუბში, ასეთ საოცარ ფანებთან ერთად ყოველდღე სიამოვნებას ვიღებ. ჩემთვის “ბარსაელონაში” თამაში ბევრს ნიშნავს.
ამბიციებს არ გამოვხატავ. უბრალოდ ვცდილობ გოლები გავიტანო და ასისტები გავაკეთო, მათ რაოდენობაზე არასდროს ვფიქრობ. ვფიქრობ, რომ ჩემთვისაც და გუნდისთვისაც კარგი სეზონი იქნება.” – განაცხადა დეპაიმ
შეგახსენებთ, რომ კატალონიურმა კლუბმა ნიდერლანდელი ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსით შეიძინა.
27 წლის ფეხბურთელმა ბლაუგრანაში ჩატარებულ 3 მატჩი 2 გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა.





