რაჰიმ სტერლინგი მანჩესტერ “სიტის” ერთ-ერთი ლიდერი აღარაა. გვარდიოლას 26 წლის ინგლისელი შემტევი უმეტესად სათადარიგოთა სკამზე ჰყავს ხოლმე.
სტერლინგი მზადაა უახლოეს მომავალში კარიერა სხვა კლუბში გააგრძელოს.
Sport.es-ის ინფორმაციით, ესპანური კლუბი სტერლინგის ტრანსფერს ზამთრისთვის მიუბრუნდა. გამომდინარე იქიდან, რომ ბარსელონას ფინანსური მდგომარეობა კვლავ მძიმეა, საუბარია ისევ იჯარაზე. “ბარსელონას” სტერლინვის დამატება იანვარში, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სურს.





