საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ ბრატისლავას „სლოვანის“ შემადგენლობაში მორიგი მატჩი ჩაატარეს. ქართველების გუნდმა „დუნაიკა სტრედასთან“ ქულები გაიყო.
74-ე წუთზე, როდესაც „სლოვანი“ 1:0 მარცხდებოდა, ჯაბა კანკავამ თავის თანაგუნდელს საგოლე გადაცემა გაუკეთა გუნდს მატჩის გადარჩენაში დაეხმარა. კანკავამაც და კაშიამაც შეხვედრა სრულად ჩაატარეს.
ცნობისთვის, ვლადიმერ ვაისის გუნდი მომდევნო მატჩს 16 სექტემბერს კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპზე „კოპენჰაგენის“ წინააღმდეგ გამართავს.





