აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის მე-3 ტურის მატჩში “ზირამ” “კეშლა’ სტუმრად 2:0 დაამარცხა
სტუმართა გუნდის შემადგენლობაში ქართველი თავდამსხმელი, დავით ვოლკოვი თამაშობს, რომელიც მატჩის გმირი გახდა.
დავით ვოლკოვმა შეხვედრის 64-ე და 72-ე წუთებზე მოახერხა გატანა და თავის გუნდს 0-2 გაამარჯვებინა.
აღსანიშნავია, რომ 26 წლის ქართველი ფორვარდი ამ მომენტისთვის აზერბაიჯანის ჩემპიონატში 3 გატანილი გოლით ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზეა.





