42 წლის ქართველი მოკრივე, ავთანდილ ხურციძე, რომელიც სასჯელს ნიუ-იორკის ერთ-ერთ ციხეში იხდის, საპატიმროს 14 სექტემბერს დატოვებს! ინფორმაცია მოკრივემ საკუთარ Facebook-გვერდზე გაავრცელა:
„14 სექტემბერს ავთანდილ ხურციძე ოფიციალურად განთავისუფლდება. გილოცავთ ყველა ქართველს!“ – წერს ხურციძე.
ავთანდილ ხურციძე, იგივე „ჩაქუჩა“ ამერიკელმა სამართალდამცველებმა 15 ქართველთან ერთად დააკავეს, რომელსაც ბრალად ედებოდათ ყაჩაღობა, რეკეტი, გამოძალვა და სხვა კრიმინალური საქმიანობა. დაკავებულთა შორის იყო შერეული ორთაბრძოლების მებრძოლი ლევან მაყაშვილიც, რომელიც სამართალდამცველებმა მალევე გაათავისუფლეს, ავთანდილ ხურციძეს კი სასამართლომ 10-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ქართველი მოკრივე ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს.





